ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის წევრები უკვე მეთვრამეტე დღეა ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას.
პარლამენტის შენობის წინამდებარე ტერიტორია “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებს აქვთ დაკავებული.
პოლიციის წარმომადგენელმა ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ გადანაცვლების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გზა გადაკეტეს. გარდა ამისა, გზაზე პოლიციის კორდონი განთავსდა.

