რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსული სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
“მისი ექსტრადაცია რუსეთის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რათა ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს მისი პასუხისმგებლობა და უკვე შემდეგ გადაწყდეს, თუ სად მოიხდის ის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე”, – ამბობს დუმას ქვედა პალატის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა.