ახალი ამბები მედია მთავარი

გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.)“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმციაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა.

იტვირთბა....