aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

ყველანი უტვინო ქოცები აღმოვჩნდით! – პატარაია

“19-ე დღეა და პარლამენტთან ვასაძე ბაბანებს, ანაფორიანები გონორზე გადმოვიდნენ ისევ, აქცია თვითგადარჩენაზე მუშაობს, პრაიდი დისკრედიტირებულია, რუსთავი 2 თავის თავს ეჩხუბება, თსუს და ილიაუნის თვითმმართველობებმა ერთმანეთს დასცხეს, გახარია აღარ გვახსოვს – ყველანი უტვინო ქოცები აღმოვჩნდით!

ან ვისწავლით ჭკუას ამ კრიზისიდან, რომ თურმე მეტი უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, უკეთ გავთვალოთ რისკები და მოველაპარაკოთ მტერსაც კი, ან არა და დავრჩებით ქოცებად და მერე იქნებ გახარიაც კი მოგვეწონოს.

პ.ს. არანაირი ნიშნის მოგება. უბრალოდ მინდა, შეწყდეს ეს ისტერია და რაციონალობას დავუბრუნდეთ ყველანი.

პ.პ.ს. ნუ გვიყვარს ზედმეტი ემოციები. ემოციების აყოლაში კარგი არაფერი ყრია; ემოციური არ ნიშნავს გულწრფელს; და არც გულწრფელი ნიშნავს ჭკვიანს! მეტი ზომიერება და თვითკრიტიკა, ერო ჩემო.
ან ყველა ერთად გადავრჩებით, კრეტინი ვასაძის ჩათვლით, ან ყველა ერთად გადავიჩეხებით კრემლის ხახაში და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და ცივი გონება, თუ შეიძლება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....