ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მმკ-მა დაიკავა

რუსთაველზე,  პარლამენტის შენობასთან, სადაც დღეს, 19:00 საათზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქციაა დაგეგმილი, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები მივიდნენ და თქვეს, რომ მომიტინგეებს პარლამენტთან აქციების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემენ.

“საქართველოში არ უნდა ჩატარდეს გეი აღლუმი. უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკური დაპირისპირება, გვინდა, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში. თუ აქვთ სურვილი, რომ რაღაც ღონისძიებები გამართონ, ამისთვის შესაბამისი ნაგებობები, შენობები არსებობს. ჩვენც გვინდა, რომ გამოვიაროთ – ჩვენი საყვარელი ადგილია რუსთაველის პროსპექტი და გვინდა, ბავშვებთან ერთად გამოვიაროთ. აქ გვხვდება გაურკვეველი ორიენტაციის და ცნობიერების ადამიანები, რომელთაც შეიძლება პროვოკაცია გამოხატონ. სხვაგან გამართონ, იჯარით ხომ არა აქვთ ეს ტერიტორია აღებული?! აქ აქცია აღარ ჩატარდაება. ჩვენ აქ ვიქნებით და არ მივცემთ საშუალებას. თავიანთ ოფისებში, “რუსთავი 2″-სა და ამერიკის საელჩოსთან ჩაატარონ აქცია”, – განაცხადა ისაკაძემ.

ისაკაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების პროტესტი ლიბერალური ცნობიერების ადამიანების პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა.

“ეს აქცია უკვე გადაიზარდა პოლიტიკურ აქციაში, თუმცა მას ახლავს თითქოს პროზაიკული, თითქოს მუსიკალური პასაჟები, მაგრამ ერთ რამეს ემსახურება – პოლიტიზებული აქციაა, ლიბერალური ცნობიერების ადამიანების… ჩვენ ვართ კონსერვატორები. უკვე მერამდენე დღეა, მართავენ აქ ღონისძიებას. მგონი, სჯობია, დამთავრდეს უკვე და აქვთ მათ საშუალება, აქვთ შესაკრებლები და იქ გამოხატონ თავიანთი აზრი, სიყვარული პროზისა, პოეზიისა თუ მუსიკისა”, – განუცხადა ისაკაძემ “ნეტგაზეთს”.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს პარლამენტთან “ქართული მარში” და ლევან ვასაძე შეუერთდა.

იტვირთბა....