რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს წყლის ბოთლები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ დილიდან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მმკ-ს, ლევან ვასაძის, ქართული მარშის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დღესვე ამავე ადგილას 19:00 საათზე დაანონსებულია ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – “სირცხვილია”.