მედია მთავარი სოციალური ქსელი

ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს! – მელაძე

“ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს!

თუნდაც საავტორო გადაცემის ფორმატში, სადაც წამყვანი თავისუფალია საინფორმაციო გამოშვების ჩარჩოებისგან, ღია ეთერში მუშაობა მეტ პასუხიმსგებლობას და მეტ თავშეკავებულობას მოითხოვს.

შესაძლოა მეც და ამ ქვეყნის სხვა ბევრი მოქალაქე, უფრო მეტს ფიქრობდეს პუტინზე, მაგრამ ტელევიზია არ არის ადგილი, ყველა ჩვენი მოსაზრების სათქმელად”

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულად პუტინს აგინა.

იტვირთბა....