ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და უბინძურესი პროვოკაცია – ბახტაძე გაბუნიაზე

ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელი ფრაზები არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა, გითხრათ, ეს არავის გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დაუშვებთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში,  „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ამასთან, პრემიერს შეფასებით, ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებებმა გააკეთეს განცხადებები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს.

„განცხადებები გაკეთდა ჩვენ მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფოებრივი უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს. აქ შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას და მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

 

იტვირთბა....