მთავარი ციტატა

“ელდა მეცა, როდესაც გაბუნიას განცხადება მოვისმინე” – დიანა ღურწკაია

“ეს ძალიან სამარცხვინოა. ელდა მეცა, როდესაც ჟურნალისტის განცხადება მოვისმინე. ტელევიზიაში მსგავსი გამონათქვამები ვინმეს მისამართით უბრალოდ დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცე”

დიანა ღურწკაია – მომღერალი

რუსული სახელისუფლებო გამოცემa RIA

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

 

იტვირთბა....