მთავარი სოციალური ქსელი

ყელშია ამოსული ეს ფაშისტური რუსოფობია, უსუსურობისა გამომხატველი “პუტინ ხუილო” – ლორთქიფანიძე

“ყელშია ამოსული ეს ფაშისტური რუსოფობია, უსუსურობისა და უსასოობის გამომხატველი “პუტინ ხუილო”, ზედაპირული, უტვინო და ნერვიული გამოხტომები.

საქართველოს სჭირდება ნამდვილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომლის მიმართულებები შეიძლება იყოს:

1) რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმიზაცია.
ქართული სასოფლო პროდუქციისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება, რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ჩასანაცვლებლად ადგილობრივი წარმოების განვითარება, რუსეთის მიერ სმკ-ს, ენმ-სა და ოცნების პერიოდში შესყიდული მსხვილი და სტრატეგიული ეკონომიკური სიმძლავრეების ნაციონალიზაცია. რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო და სხვა პროექტების განხორციელება და ა.შ.
შენიშვნა: ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმიზაცია არ ნიშნავს მის სრულად გაწყვეტას.

2) პარტიზანული წინააღმდეგობა საინფორმაციო ველზე.
ცხადია, რუსეთის ე.წ. “რბილი ძალის” დაბალანსება მხოლოდ საქართველოს მონაწილეობით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ გვქონდეს რუსულენოვანი მულტიმედია პლატფორმა, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე ინტენსიურად და მიზანმიმართულად გაავრცელებს ობიექტურ, არაკრემლისტურ, არაისტერიულ ინფორმაციას, ანალიტიკურ წერილებს, მოამზადებს რეპორტაჟებსა და გადაცემებს. აუცილებელია, რომ რუსი პოლიტიკოსების არცერთი გამოხტომა (ჟირინოვსკი იქნება ეს თუ ტოლსტოი) არ დარჩეს კვალიფიციური, ამომწურავი, აკადემიური პასუხის გარეშე, თანაც მათი მოსახლეობისთვისვე გასაგებ ენაზე. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ მათ მთავარ თოქ-შოუებში ნერვების მოშლის, გაკილვისა და დამცირების ფასად გამოჩდნენ ჩვენი პოზიციის (საქართველოს ერთიანობა, ქვეყნის ინტეგრაცია იმ სტრუქტურებში, რომელთაც საზოგადოება უჭერს მხარს) დამცველი ხალხიც (უკრაინელებს ჰყავთ ხოლმე გულშემატკივრები, მაგრად უტევენ, მაგრამ საზოგადოების ნაწილამდე მაინც მიდის ჭეშმარიტება).

3) მოკავშირეების მოძიება და ქსელის ფორმირება.
რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის უმცირეს ნაწილში, ევროპის სიახლოვეს მდებარე რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მედიაში, ბიზნესში, კულტურის სფეროში, პროფკავშირელებსა და ინტელექტუალთა შორის შესაძლებელია საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და საგარეო პოლიტიკური არჩევანის მომხრეთა აღმოჩენა. ჩვენ მათთან ინტენსიური კავშირი უნდა გვქონდეს და უნდა შევეცადოთ მათი საშუალებით საზოგადოებრივ აზრსა და იმპერიალისტურ ინსტიტუტებზე თუნდაც უმნიშვნელო ზემოქმედებას. ცდა ბედის მონახევრეა.
მოკავშირეთა კოორდინაციის საქმე საკუთარ თავზე უნდა აიღოს რუსეთში საქართველოს სათვისტომოს მოუსყიდავმა ნაწილმა.

4) რუსეთის კვლევების ცენტრი
საქართველო უნდა იქცეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში რუსეთის კრიტიკული კვლევების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. თბილისი უნდა იყოს რუსეთის ადგილობრივი, დასავლელი და დისიტენტი მკვლევრების თავმოყრის ადგილი. ჩვენ ყველაფერი ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი მტრისა და დამპყრობლის შესახებ, რათა წინააღმდეგობა გააზრებული გვქონდეს. სამეცნიერო ველზე ყველა იმპერიალისტური განზრახვა ბეჭებზე უნდა დავცეთ.

5) კავკასიური სტრატეგია
სამეცნიერო, კულტურული, ჰუმანიტარული, ინტელექტუალური კავშირების სისტემატიზაცია ჩაგრულ კავკასიელ ხალხებთან. ძალიან ფრთხილად საქართველო მათი პოლიტიკური მიზნების გასავრცელებლ პლატფორმად უნდა იქცეს.

6) მოლაპარაკებები დასავლეთისა და ჩვენი პარტნიორი სხვა საიმედო სახელმწიფოების მონაწილეობით
კომუნიკაცია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ოღონდ საიმედო დასავლელი და აღმოსავლელი პარტნიორების მონაწილეობით. მარტო არავითარ შემთხვევაში.

რაც მთავარია:
7) საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის დამატებითი და სპეციალური ღონისძიებების გატარება.

ეს “კაკ მინიმუმ”, ბევრს შეუძლია უკეთესი დებულებების დამატება …”

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....