“ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის ჩაბარებას სთხოვს მისი პატრონი, პუტინი. მან გამოუშვა, თავისი წარმომადგენელი, დასვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, წაიყვანა სხდომა რუსულად და ეს თავხედი, თავზეხელაღებული ოლიგარქი, თავისი პატარა მონებით, ბედავს, რომ ქართველ ხალხს უთხრას, რომ მე თქვენ დაგიჭერთო. ძალა არის ერთობაში, პირველი მტერი საქართველოში, პატარა პუტინი, ოლიგარქი უნდა მოცილდეს ამ ქვეყანას, მოცილდეს მმართველობას. რა თქმა უნდა, აქ მე ვგულისხმობ, რომ გახარია უნდა გადადგეს, არა მარტო გახარია… ძირს საქართველოს ოკუპანტის შემომყვანი ხელისუფლება, აბა დამიჭირეთ”
პარტია “კანონის და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში “არჩევანი”;