მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას აქციაზე კიდევ გააჟღერებენ, შესაძლოა, სასამართლოში იჩივლოს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ეს მისი თვითმიზანი არაა.
“კურიერთან” საუბრისას ქეთათო აცხადებს, რომ არ უნდა პერმანენტული სახით ტრიალებდეს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა.
ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ მან საკუთარ Facebook სტატუსში არა აქციის მონაწილეები, არამედ ორგანიზატორი და, მისი ინფორმაციით, მუსიკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი, ლექსო მაჭავარიანი იგულისხმა.
“გახარიას გადადგომასთან არ არის ეს მუსიკა ასოცირებული, ეს მუსიკა კიდევ ბევრჯერ იქნება აქტუალური. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ბიძინას გადმოვცურავ ზღვით აღვიძებენ და სხვა ჩაურთონ. როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ,” – აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მომღრალი ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე გაჟღერებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებდა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები აღარ გაჟღერდება.