„გარდა იმისა, რომ ვარ მოსამართლე, მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სწორედ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებზეც დღეს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები გვესაუბრებიან, ადგენენ, რომ თუ ხდება თავდასხმა, განსაკუთრებით უსაფუძვლო თავდასხმა, მოსამართლეებზე სასამართლო ხელისუფლებაზე, დაცვის ფუნქცია ეკისრება არა ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ სწორედ იუსტიციის საბჭოს ან მოსამართლეთა პროფესიულ გაერთიანებას, ასოციაციას. აქედან, გამომდინარე, მე ვაქტიურობ, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს არის მანდატი მონიჭებული მოსამართლეებისგან და მანდატი გამყარებული სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომ მე მსგავსი უსაფუძვლო შეტევისას დავიცვა სასამართლო ხელისუფლება და მოსამართლეები“”.
დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი