ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ახლობლები პირველ კომენტარებს აკეთებენ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედის, მაგდა გობეჯიშვილის განცხადებით,
მისი შვილი აქციაზე თავს იცავდა და მას რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანებები აქვს.

მისივე თქმით, ბუდაღაშვილი მეგობარს გაჰყვა აქციაზე, დაპირისპირების დროს კი, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს იცავდა, რომელსაც სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

მაგდა გობეჯიშვილის გარდა, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სხვა დაკავებულთა ახლობლებიც არიან შეკრებილი.

კიდევ ერთი მათგანის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ ბესიკ თამლიანი, როდესაც აქციაზე მივიდა, ნახა, სამართალდამცველები როგორ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, რასაც მისი გაღიზიანება მოყვა.

შეგახსენებთ, შსს-მ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

იტვირთბა....