“მე აქ ვიდექი პირველ დღეს, ჩემს შვილებთან ერთად, და მე ვიგემე ის ძალიან დიდი ტკივილი და შეურაცხყოფა, რაც მოხდა აქედან, მაგრამ ამავე დროს ძალიან ამაყი ვიყავი, ამაყი ვიყავი თქვენით, განსაკუთრებით თქვენით ჩემო შვილები, ძმებო, დებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო. ამაღლებული განწყობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელებას ვუყურე. 30 წლის წინ როცა აქ ვიდექი და ჩემს შვილებს ვუამბობდი 9 აპრილის ამბებს, ამ ბავშვებს, ჩემს შვილიშვილებს იგივე თემაზე, იგივე მოვლენაზე, იგივე პრობლემაზე, იგივე ტკივილზე დავუწყებდი ლაპარაკს… მართლაც არ არის სხვა საქართველო, რომელსაც ჩვენ არავის დავუთმობთ. მიყვარხართ, მეამაყებით. მინდა იმ ხალხს, ვუთხრა, ვინც ტელეეკრანებიდან, ალბათ, ცოტა გაბრაზებული გვიყურებს, მე მათაც მინდა თქვენი სახელით ვუთხრა, ნუ შემეწინააღმდეგებით, გვიყვარხართ, ჩვენ და თქვენ ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს, ამიტომ ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს, ერთად ვიდგეთ და ერთად ვებრძოლოთ მტერს. მართლაც არ არის სხვა საქართველო, რომელსაც ჩვენ არავის დავუთმობთ”
ასე მიმართა მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს;
რუსთაველის გამზირზე 4 ივლისს აქცია-კონცერტი გაიმართა. აქციაზე არაერთმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, თამრიკო ჭოხონელიძემაც;