“მე რუსი ხალხის მიმართ არასდროს მქონია პროტესტი, პირიქით, ბევრი რუსი მეგობარი მყავს და რუსულ კულტურას, ხელოვნებას პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, როდესაც ადამიანი ითხოვს – არა რუსი კომუნისტი საკანონმდებლო ორგანოში! – მას თვალი არ უნდა დათხარო, თითი არ უნდა დაუქნიო და არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამას გაპატიებენ”
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.
მაკა ჩიჩუა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუ