პროკურატურა და ხელისუფლება თავიანთი ჭკუით რაც უფრო მეტად გადავლენ შეტევაზე, უფრო მეტად გაიხლართებიან იმ ბადეში, რომელსაც თავისი ჭკუით ქსოვენ. ამას ჩვენ არ ვურჩევთ და დანარჩენი მათი საქმეა. 2016 წლიდან ძალიან ხშირად გაგვიგონია მსგავსი მუხლით საქმეების აღძვრა, თუმცა შემდეგ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა გამოძიებაში. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ წუთში საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, მაგრამ ეს ასე არაა ხოლმე ყოველთვის. იმისთვის, რომ თავდასხმა განახორციელო, ცოტა მართალიც უნდა იყო. ამ მუხლით არანაირი პერსპექტივა არ ექნება არანაირ საქმეს და ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული. ყველა პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და ასე უცებ, დაჯდე შენს პროკურორებთან და იფიქრო – მოდი, რასაც მინდა იმას ვიზამ, ასე არაა დღეს
მის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ, პროკურატურის განცხადების შეფასებისას განუცხადა