ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ინდოეთში მაღალ სიცხეს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში უკიდურესად მაღალ სიცხეს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დედაქალაქში ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ქვეყნის სამხრეთით კი 50,6 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდა.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC)  ინფორმაციით, ინდოეთი იმ ქვეყანათა რიგებშია, რომლებზეც კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად მოქმედებს.

ამ შემთხვევის შემდეგ, ყველა სკოლა, კოლეჯი და სასწავლო ცენტრი რამდენიმე დღით დახურეს.

„მომავალში სიცხის ტალღები ხელშესახები შემცირების მიუხედავად დიდი საფრთხის შემცველია, და კიდევ უფრო უარესი ამ კონტროლის გარეშე“,- განაცხადა MIT- ის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიდროლოგიისა და კლიმატის დარგში ელფეიფ ელტაირმა.

ინდოეთში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეროვნული გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ინდეოეთში მეტეოროლოგიური დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციული მუშაობის რეჟიმში ცდილობს შექმნას „წინასწარი შეტყობინების“ ცენტრი, რომელიც მილიონობით ადამიანს, სიცხის ტალღების დარტყმის შესახებ მოკლეტექსტურ შეტყობინებას გაუგზავნის.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, „სიცხის ტალღები“ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

იტვირთბა....