მთავარი ციტატა

“სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, წინა პლანზე არა სახელმწიფოს, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა”

“პასუხისმგებლობა პოლიციის რეაქციაზე თავიდან ბოლომდე აქვს ინსპირატორებს, ვინც გაუკეთა ინსპირირება ამ ძალადობას. გამოდის წინა პლანზე არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომელი იქცეოდა პროპორციული ძალის გამოყენების ფარგლებში და რომელი გასცდა პროპორციული ძალის ფარგლებს. სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, ცალკეული გადაცდომები იყო და ამაზე არავინ მალავს”

ზაქარია ქუცნაშვილი

პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” ორ კვირაზე მეტია მიმდინაროებს. თავდაპირველად, აქციის დაწყება რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართმადიდებლობის საერთაშორისო ფურიმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნამ გამოიწვია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზმა დაშალა, აქციაზე სამი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს შს მინისტრი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული სისტემით და გათავისუფლდეს აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი.

ამჟამად ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – მომიტინგეები მხოლოდ გახარიას გადადგომას ითხოვენ.

იტვირთბა....