ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ნიკა მელიას სამაჯურით არ უსმენენ – ქარდავა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ნიკა მელიას სამაჯურით არ უსმენენ, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში დღევანდელი რეჟიმის ნდობა არ შეიძლება.

„თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი რეჟიმი ლამის საძინებელში უვარდება ადამიანებს და მერე ინტერნეტში ავრცელებენ, როგორ შეიძლება ამათი ნდობა. შესაბამისად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ გარდა გადაადგილებისა, არ კონტროლდება ნიკა მელიას საუბრები“, – განაცხადა ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნიკა მელიას საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და მის მონიტორინგს ელექტრონული სამაჯურით განახორციელებს.

იტვირთბა....