მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დიღმელაშვილი – ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, ის დაისაკუთროს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოს კრიტიკას ეხმაურება.

“ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება – მეუღლის ჩათვლით – რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქი პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაეხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება” – წერს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მომღრალი ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე გაჟღერებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” ორ კვირაზე მეტია მიმდინაროებს. თავდაპირველად, აქციის დაწყება რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართმადიდებლობის საერთაშორისო ფურიმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნამ გამოიწვია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზმა დაშალა, აქციაზე სამი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს შს მინისტრი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული სისტემით და გათავისუფლდეს აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი.

ამჟამად ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – მომიტინგეები მხოლოდ გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქციის მიმდინარეობისას არაერთხელ გაჟღერდა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

იტვირთბა....