შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე აქვს შეჩერებული.
როგორც შსს-ში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.