მთავარი ციტატა

„დედაქალაქის მერი მეცამეტე დღეა, გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის გადაქცეული”

„დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, რაც ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის გაპრავებას. კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ის დღეს ყველანაირ მორალურ საზღვარს გასცდა და თქვა, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა, თურმე, ეს არ იგეგმებოდა და ეს იყო უბრალოდ, მოგერიება. ახალი მესიჯბოქსი აქვთ, რომ 20 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა აქციაზე და თვალი ამოუღეს, თურმე შტურმს ახორციელებდა პარლამენტზე. კალაძის თვალით დანახული ადამიანი, რომელსაც მიბჯენით ესროლეს თავში, თურმე შტურმს აპირებდა პარლამენტზე, თურმე ათი ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც დაშავდნენ იმ დღეს, თურმე შტურმს ცდილობდნენ პარლამენტზე შიშველი ხელებით”.

ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის წევრი

იტვირთბა....