მთავარი ციტატა

“საქართველოში ახლა არც ისე იოლი შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის, მაგრამ ჟენევაში ემოციები არ გვინდა”

“ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ვფიქრობ, რომ კოლეგებთან ერთად საქართველოდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, აშშ-დან კონსტრუქციულად განვიხილავთ შექმნილ ვითარებას. უნდა შევხედოთ, როგორ შეგვიძლია, განვმუხტოთ ემოციური ფონი. გვესმის, რომ საქართველოში ახლა არც ისე იოლი შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის. გარემო წინასაარჩევნო ხდება, მატულობს ვნებათაღელვა და ემოციები. მაგრამ აქ, ჟენევაში ემოციები არ გვინდა. ჩვენ გვსურს მშვიდად განვიხილოთ ადგილზე შექმნილი ვითარებები, მომხდარი ინციდენტები, ვიფიქროთ, როგორ ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორ ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ძალიან გამოუყენებლობა. დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და თავად ფაქტი, რომ ყველანი შევიკრიბეთ, უკვე არის იმის საფუძველი, რომ კონსტრუქციული საუბარი გამოგვივა“, – განაცხადა კარასინმა. ამასთან, კარასინმა კომენტარი გააკეთა გალის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებითაც. „ეს სამწუხარო ინციდენტი, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას თაობაზე – ყველა ელოდება ამ საკითხზე სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს, რომელსაც ქართული მხარე ატარებს. ამის შემდეგ შედგება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც აფხაზური და ქართული მხარეები ინფორმაციას გაცვლიან; რატომ შეფერხდა ეს პროცესი, დღეს ქართული დელეგაცია, ალბათ იტყვის. რაც შეეხება ზოგადად, ინციდენტების პრევენციისა ადა მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას, ჩვენი პოზიცია ასეთია – რატომაც არა”.

გრიგორი კარასინი, უსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტვირთბა....