საქართველოში საწვავზე ფასები გაიზარდა. მატება 2-თეთრიდან 5 თეთრამდე მერყეობს. ფასი გაიზარდა ისეთი კომპანიების საწვავზე, როგორებიცაა “გალფი”, “ლუკოილი’, “ვისოლი”. მის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ლარის გაუფასურებაა. თუმცა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.
“საქმის კურსთან” საუბრისას “ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშელაძე ფასების ზრდა დაადასტურა. მისი თქმით, დღეიდან „ლუკოილში“ ყველა სახის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა.
რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. „სოკარის“ ქსელში ახალი ფასი 2.48 ლარია, „ვისოლში“ – 2.54 ლარი, „ლუკოილში“ – 2.46 ლარი, „გალფში“ – 2.54 ლარი.
3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.