ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველი მორაგბეებს რუსეთში, ცალ თვალზე ხელის აფარების გამო, კონტრაქტი შეუწყვიტეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვისთვის რუსეთში, გუნდ “სლავაში” მოასპარეზე ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს – ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი2” ავრცელებს.

საბა ილურიძესა და რეზი ბროძელმა რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს – რაც 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში განვითარებული მოვლენების სიმბოლოდაა ქცეული.

მომხდარის გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გააძევა.

როგორც „რაგბი TV“-ს რეზი ბროძელმა განუცხადა, ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუცხადა ხალხს და არა პოლიტიკოსებს.

“ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს”, – განაცხადა რეზი ბროძელმა.

იტვირთბა....