ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის, ინფორმაციით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელიც მას ემუქრებოდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მაქარაშვილმა ძველი თბილისის რაიონული პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მუქარის შემცველი გზავნილის ავტორი შს სამინისტროს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს და მათგან შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ელოდება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მაქარაშვილი განმარტავს, რომ პოლიციას იმ მოტივით მიმართა, რომ მუქარის ავტორი მის მოკვლას დეტალურად აღწერდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მკვლელობის განხორციელებაში ეჭვი ეპარება.

“პოლიციამ ძალიან სწრაფად დაიწყო რეაგირება, როგორც ვიცი ეს ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამ ადამიანთან მე არასოდეს მქონია შეხება. პირველად წუხელ ღამით დაიწყო მოწერა და დილით ვნახე ეს შეტყობინება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ მომკლავს. ძალიან მძინე წასაკითხია ეს დეტალები. მას შემდეგ, რაც უკვე მივეჩვიეთ, რომ ცოტა აქტიურ ადამიანებს ბოტები გვიტევენ და გინებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, დაიწყეს უკვე ეს მუქარები. შესაბამისად, გადავწყვიტე პოლიციაში მოსვლა და არა მგონია რამე დამიშავოს, რადგან წინასწარ ამის ანონსს არ გააკეთებდა, რადგან პირველი ეჭვმიტანილი იქნებოდა. შესაბამისად, მე ვიცი, ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიადგეთ ამ მუქარით. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ მოვსულიყავი პოლიციაში, რადგან მსგავსი ადამიანები ბევრ წესიერ მოქალაქეს უქმნიან ფსიქოლოგიურ საფრთხეს. არ მგონია, რომ ვინმეს რამე დაუშავონ, რადგან ამის თავი მათ არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ანერვიულებენ, შეაშინებენ და შესაძლოა, დაუნგრევენ ფსიქიკას ადამიანებს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

იტვირთბა....