წყნეთში, ასევე, ნუცუბიძის V და II მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა – ურბანული ავეჯი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპ ლაინი“, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები.
წყნეთში, „გ ზონაში“ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N3-N4 კორპუსებთან, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე წელს სულ 20 დასასვენებელი სივრცის განახლება და მოწყობაა დაგეგმილი, მათი ნაწილი უკვე განხორციელებულია. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები – „ინტერტექნოლოგი“ და „ემემი“ ასრულებენ.