მთავარი ციტატა

“მილიონობით ლარი იხარჯება ორგანიზაციასა და პირებზე, რომლებიც რეალურად პარტიულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ”

„წლების განმავლობაში ძალიან მანკიერი სისტემა ჩამოყალიბდა. რეალურად პარტიები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში პარტიული სისტემა განვითარდეს, ჩვენ ეს სურათი ვერ მივიღეთ. საბიუჯეტო თანხა, მილიონობით ლარი იხარჯება და იფლანგება სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირებზე, რომლებიც რეალურად პარტიულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. 19 სუბიექტთან მიდის ასეთი დაფინანსება და ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუჭირდება 19 პოლიტიკური პარტია ჩამოთვალოს. ეს არის იმის ყველაზე ნათელი ინდიკატორი, რომ პარტიების დაფინანსების წესი არასწორია. პარლამენტში შექმნილია საარჩევნო სამუშაო ჯგუფი, რომლის უახლოესი შეხვედრა 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელებთ პარტიებში დაფინანსების წესის შეცვლაზე ისე, რომ დაფინანსება იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარტიული სისტემა იყოს გამართული”.

თამარ ჩუგოშვილი, პურველი ვიცე-სპიკერი

იტვირთბა....