რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, კოლეგის, ნინო ქათამაძის პოზიციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავს. ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება.
“ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მე ვფიქრობ, რომ ის დიდი ტალანტია, მაგრამ მის ადგილზე მე მსგავს გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. მე არ ვაპირებ ნინო ქათამაძის გასამართლებას…” – განაცხადა პავლიაშვილმა.
პავლიაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, დრო მისცენ ქათამაძეს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.
შეგახსენებთ, ქათამაძემ, რუსეთში გამართული ბოლო კონცერტის შემდეგ განაცხადა, რომ, გამომდინარე ბოლო მოვლენებიდან, პროტესტის ნიშნად, რუსეთში კონცერტების გამართვას აღარ აპირებს.