მთავარი სოციალური ქსელი

” საკმარისად დიდია იმ ხალხების რაოდენობა, ვისთვისაც თავისუფლება და კეთილდღეობა მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის გზაზე სიარულით მიიღწევა”

“პუტინმა რამდენიმე დღის წინათ G-20-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლიბერალიზმის ეპოქა სულს ღაფავს და ამის ალტერნატივად თავისი, ე. წ. სუვერენული დემოკრატია დაასახელა. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მსოფლიო მედიაში გავრცელებული პოპულარულ მოაზროვნეთა მოდური გამონათქვამები ლიბერალური დემოკრატიის ე. წ. კრიზისის შესახებ დიდად გადაჭარბებულია. ის, რომ ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ მეტისმეტი იყო და პლანეტაზე არსებულ რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა, ყველა გონიერ ადამიანს ესმოდა. ისიც მჯერა, რომ არის კულტურები, რომლებსაც ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგია და პრაქტიკა ძნელად, ან სულ ვერ მოერგება. მაგრამ მსოფლიოში საკმარისად დიდია იმ ხალხების რაოდენობა, ვისთვისაც თავისუფლება და კეთილდღეობა მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის გზაზე სიარულით მიიღწევა. ჩვენ, ქართველები, ქრისტიანული და სამხრეთ ევროპული ანტიკური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და, თუნდაც ამ ნიშნით, უთუოდ ამ ხალხების რიცხვს მივეკუთვნებით”

გელა ჩარკვიანი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....