მთავარი ციტატა

“ოკუპირებული რომ არის ჩვენი ტერიტორიები, ეს არის ნაცმორაობის დამსახურება” – ოთხმეზური

“ყველაზე მეტად გამახარა ფაქტმა, რომ ახალგზაზრდობა ქვეყნის ყველაზე დიდ ტკივილს, ოკუპაციას, ასე მწვავედ უდგება და მათთვის ეს მნიშვნელოვანია. რატომღაც, აქციის ხელმძღვანელი უცებ გახდა ნაცმოძრაობა, მინდა მივმართო ამ ახალგაზრდობას, ოკუპირებული რომ არის ჩვენი ტერიტორიები, ეს არის ნაცმორაობის დამსახურება, თავიდან ბოლოდმე და, მოდი, რა, კიდევ ამ ნაცმოძრაობის წისქვილზე ნუ დავასხამთ წყალს, ჩემი თხოვნა იქნება ეს”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....