მთავარი ციტატა

“სხვა რომ ვერაფერი დაგვაბრალეს, ქალიან-კაციანად ახლა თითქოს ყველა ვართ გეი” – მაქარაშვილი

“ჩნდება განცდა, რომ აქციის მე-12 დღეს უკვე 2/3 ნაწილი მოთხოვნებისა შევუსრულეთ, დაიღლებიან და მოგვეშვებიანო, მაგრამ ეს არის მცდარი. ჩვენ უტეხი ნერვებით და ჭრელი სამოსით, ზედმიწევნით დისციპლინებულმა ახალგაზრდობამ, მოვიპოვეთ ეს. ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც ისე მივიდა ახალგაზრდობა, რომ პოლიციამ ვერცერთი კანონდარღვევა ვერ დააფიქსირა, ამიტომ მიმართეს სხვა ტაქტიკურ სვლებს, ძალიან ბიძძურია ეს ყველაფერი, მასობრივი შეტევა ტროლების, ვერაფერი რომ ვერ დაგვიმტკიცებს, ქალინ-კაციანად თითქოს ყველა ვართ გეი. მეტიც, დაიწყეს, რომ თითქოს რუსეთის აგენტები ვართ, ანუ რეალურად ყველა მეთოდით დაგვიპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიგა მაქარაშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....