6 ივლისს, საღამოს 5 საათიდან Lisi Wonderland-ში „ზაფხულის დღის სიზმარი“ – ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი დაიწყება. საღამოს Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება და ბენდის წევრების მიერ შექმნილი წიგნის „მაწანწალა“ პრეზენტაცია შედგება.
ნამუშევარში პირველად ქვეყნდება ბენდის წევრების დაწერილი ტექსტები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც Soft Eject-ის ევროპაში პირველი ტურნეს დროს წერდა. წიგნს ერთვის CD, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის ალბომის Wanderer-ის განახლებულ ვერსიას. პრეზენტაციაზე ჯგუფი შეასრულებს სპეციალურ რეპერტუარს, რომლითაც აღადგენს მათი პირველი კონცერტების სახეს. საღამოს Soft Eject გამართავს საათნახევრიან კონცერტს, რომელზეც დაუკრავს თავის ყველა ცნობილ სიმღერას.
კონცერტის შემდეგ კი სპეციალურად შექმნილ მინი სცენაზე Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი ჰიტის, Please Just Carry on-ის რიმეიქის გადაღება დაიწყება. 24 წლის შემდეგ ამჯერად კლიპის ძველი მონაწილეების შვილები დასხდებიან მსმენელებად, მშობლებთან ერთად. კლიპში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა. Please, Just Carry On – ვიდეო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე Biletebi.ge, tkt.ge და Eventikz.com. ბილეთის ღირებულება 30 ლარია.