გიგა ლემონჯავა, რომელიც პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პარლამენტის წინ აქციის 5 მონაწილე 8 დღეა შიმშილობს.
მათი მოთხოვნა აქციის დანარჩენი მონაწილეების მსგავსად, შინაგან საქმეთა მინისტრის, გახარიას გადადგომაა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის ვიზიტის ფონზე განვითარებული მოვლენების შემდეგ დაწყებული აქციის მონაწილეთა 2 მოთხოვნა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა და 2020 წელს, პროპორციული არჩევნების დანიშვნა უკვე შესრულდა.