„ურალის ავიახაზები“ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის ნაცვლად მაგადანში გამგზავრებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანია რუსეთის მოქალაქეებს რეისის ეკატერინბურგი-ბათუმი ბილეთების უსასყიდლოდ გადაცვლას მაგადანის მიმართულებით სთავაზობს.
ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რითაც ბათუმის ბილეთების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებენ. ამავე დროს, „ურალის ავიახაზებში“ ამბობენ, რომ ის მგზავრები, რომლებიც ბილეთის საფასურის ანაზღაურებას ითხოვენ, თანხას უახლოეს ხანში, „რიგის მიხედვით“ მიიღებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოცემული განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა.