ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება სწორედ მმართველმა გუნდმა მიიღო, თუმცა 2024 წლისთვის – თალაკვაძე

ვეთანხმები, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მათ შორის იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც ასე პრინციპულად მოითხოვეს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ინიციატივის – “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება 2024 წლისთვის იყო გათვალისწინებული.

“გაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს. აქ გამომსვლელებს, რასაკვირველია, ვეთანხმები, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მათ შორის ეს არის, დიახ, იმ ახალი თაობის და ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც ასე პრინციპულად მოითხოვეს ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა გავაკეთეთ. მართალია, ეს იყო 2024 წლისთვის, თუმცა წინა 3, 6, 9 წლით ან 12 წლით ადრე რომ მიეღო პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეს გადაწყვეტილება, დღეს უკვე გვექნებოდა ხომ პროპორციული სისტემა?! ცალსახად ჩვენი რეაქცია და სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება – ეს არის საზოგადოების მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი, როდესაც ვცვლით ამ არჩევნების ჩატარების თარიღს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....