ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს, – შესაბამისი განცხადება, სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ჩვენმა არტისტებმა ახლა უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს წარმომადგენლებისგან იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც პარლამენტში შეჭრასა და სხვა ქვეყნის სახალხო რჩეულებზე თავდასხმას ცდილობდნენ.

რუსეთში ვერ აღიქვამენ პოზიტიურად და არ არიან მზად, პოზიტიურად აღიქვან ექსტრემისტების, ნაციონალისტების ქმედებები, მით უმეტეს, თუ ეს აგრესიული ქმედებები მიმართულია ჩვენი პარლამენტარების წინააღმდეგ. ასევე ვერ იქნება პოზიტიურად აღქმული საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან რუსოფობიური სულისკვეთების განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზების ტრაექტორიასთან ჩვენს დაახლოებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....