ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) მოქალაქე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პირს სამართალდამცავები სახურავიდან აგდებენ და ცემენ

მოქალაქე ლევან სამადალაშვილი 21 ივნისს სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ სახურავიდან პირს და ცემენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაშლის ოპერაცია დილამდე გრძელდებოდა.

დაშლის შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ვიდეოზე მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.

 

იტვირთბა....