ევროკავშირი ყოველთვის მზადაა, ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ამჟამად აბუ დაბიში კოორდინირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ჩვენ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, მაშინ ამას გავაკეთებთ. თუმცა ჩვენ პარალელურ საკომუნიკაციო არხებს არ გავხსნით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

