ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბულგარეთის პარლამენტმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში საარჩევნო უბნების შემცირებას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა – აღნიშნულის შესახებ ბულგარული მედია წერს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უცხოეთში მცხოვრები ბულგარელები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე, ცვლილება დაკავშირებულია ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან, რომლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აპრილის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

იტვირთბა....