აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 თებერვალს სომხეთს ეწვევა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვენსი სომხეთში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა სამშვიდობო ძალისხმევის გასაგრძელებლად და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის წინსვლის მიზნით.

