გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა მიმართვას ავრცელებს. “მეტრონომი” მას უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ, ჩემ თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!
გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი-ა რაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე “ააწყვეს” ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა (დაიხოცებიან);
გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე;
ნუ დამტირით ხალხო; საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ- ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?
სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა,რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს; (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა)
უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს,სწორად მიდის თუ არა მკურნალობა.
4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც)სჭირდება თვალს,რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილიბები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე.
მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!
კი ბატონო,სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი,მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას, ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი; ეს ისე”,- წერს მაკო გომური.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა. მათგან რამოდენიმემ თვალი დაკარგა. მათ შორისაა მაკო გომურიც, რომლსაც საზოგადოებამ “გოგონა ყურსასმენებით” შეარქვა.