aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი – საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში უკვე მუშაობს, რომელშიც ჩართულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე პარტია „ევროპული საქართველო“.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჩუგოშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან ქონდეს დისკუსია.

„ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უკვე საკმაოდ მკაფიო და ნათელია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, თუ მათ სურვილი ექნებათ, რამე ფორმით ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ. კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტში უკვე მუშაობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას ამ ფორმატიდან არავინ აპირებს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

„კარგად არის ცნობილი, რაზეც არის საუბარი, არის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც იყო პოლიტიკური ძალების დიდი ხნის მოთხოვნა, მათ შორის პირველ რიგში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“. ჩვენ შემოთავაზებულ ვერსიაში არის ნულ პროცენტიანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო კონკურენტულ ვერსიას ვთავაზობთ პოლიტიკურ ძალებს ამ პროპორციული სისტემის. ყველა დანარჩენი საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო პროცესებს, საარჩევნო კანონმდებლობას, განიხილება საარჩევნო სამუშაო ჯგუფში

ყველა სხვა საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო თემატიკას, განიხილება საარჩევნო ჯგუფში, უკვე დათქმული გვაქვს, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს უნდა დაიწყოს და სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დაინიცირებიდან სულ მცირე, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....