“მძიმე ატმოსფერო იყო იმ დარბაზში, ნამდვილად ვგრძნობდი რამდენიმე ადამიანის ტკივილს, ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ მხარი არ დაეჭირა პროკურატურის წინადადებისთვის. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. იმ სამმა დეპუტატა კი “ქართული ოცნებიდან” არა მხოლოდ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, არამედ გაბედეს, გაბედეს დიდი რამ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე. აშკარად, “შავი თეთრიაო” უთხრეს და ისე დააჭერინეს იმ 91 პირს. სად ჩვენ და სად
“პატრიოტთა ალიანსი”, მაგრამ რაც ემზარ კვიციანმა გააკეთა, ისიც არ იყო ადვილი. ისინი თავის სინდისთან არ წავდნენ კომპრომისზე და ეს ძალიან დასაფასებელია”
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.
ნიკა მელია, “ნაციონალური მოძღაობის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი