არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. არავითარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას.
„კონკრეტული მოთხოვნით დავიწყეთ ყველაფერი და ამ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.