მთავარი საზოგადოება ციტატა

ბახტაძე – ჩვენს ისტორიაში ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება ძალადობრივად, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს შტურმი პარლამენტზე

“ჩვენს ისტორიაში ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება ძალადობრივად, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს შტურმი პარლამენტზე. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათი მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შევძელით აგვეცილებინა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა”

პრემიერი მამუკა ბახტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე;

იტვირთბა....