დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე. ქვეყნისთვის ორივე დასრულდა უმძიმესი შედეგებით.
ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათი მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შევძელით აგვეცილებინა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა
მამუკა ბახტაძე
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.