ბატონი 10 საათზე იძინებსო და მივიდეთ, ძილი დავუფრთხოთ, ხმამაღლა დავუძახოთ, იქნებ ამ უძილობამ მაინც გადააფიქრებინოს და გადმოვიდეს ხალხის მხარეს, – ამის შესახებ აქტივისტმა, გიგა მაქარაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეები 22:30 საათზე დაიძრებიან პარლამენტის შენობიდან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ.
„მშვიდობიანად დავაფიქსირებთ ჩვენს მთავარ მოთხოვნას. რამდენად ღირსია იქაურობა, რომ საქართველოს ჰიმნი გაჟღერდეს არ ვიცი, მაგრამ რამე სიმღერას გავაჟღერებთ, რაც ამ სიტუაციას შეესაბამება”, – განაცხადა მაქარაშვილმა
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.
ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.