aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სანამ არ დასრულდება გამოძიება, ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა პოლიტიკური პასუხისმგებლობაა” – გახარია

“სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების დასრულების ნაწილში, ისე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ. როგორც კი დავასრულებ ამას, იმ შედეგებიდან გამომდინარე რა შედეგბს მივიღებთ არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც თქვენ საუბრობთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

 

იტვირთბა....